top of page

Scrum Master

Updated: 5 days ago

ბლეიზი აცხადებს ვაკანსიას Scrum Master-ის პოზიციაზე.


"ბლეიზი" წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი კომპანიაა. ჩვენ უკვე 8 წელია რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი,  გოძიაშვილის 71

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ჰიბრიდული, 10-18 სთ.


ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს;

  • მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;


ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომლსაც ტექნიკურ ცოდნასთან ერთად აქვს კარგი კომუნიკაციის უნარი, სიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა და სწავლება.  არის თვითდაკვირვებული, აქვს დროის მართვის უნარი და შეუძლია წესრიგისა და ოპტიმიზაციისკენ სწრაფვა.


ძირითადი მოვალეობები:
  • Agile მეთოდოლოგიისა და Scrum ფრეიმვორკის სრულყოფილად დანერგვის პროცესში მონაწილეობა

  • Agile გუნდებისთვის მეთოდოლოგიის სწორად და სრულყოფილად ათვისებაში დახმარება

  • Scrum-ის ღონისძიებების სწორად დაგეგმვის, წარმართვის და მონიტორინგის უზრუნველყოფა

  • გუნდის პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენის მიზნით პრობლემური საკითხების დაიდენტიფიცირება და მოგვარების გზების ინიცირება

  • გუნდში  ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნებისა და განვითარების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ღია, გამბედავ, მხარდამჭერ, თავისუფალ და საქმეზე ორიენტირებულ ატმოსფეროს

  • გუნდის ფუნქციონირების ხარისხის გასაზომად მიდგომების და ტექნიკების დანერგვა

  • გუნდის დინამიკის დაკვირვება და შესაბამის გუნდთან ერთად მის პროგრესზე ზრუნვა

  • გუნდებში უკუკავშირის კულტურის დანერგვა

  • გუნდებში თვითგანვითარებისა და ცოდნის გაზიარების დასტიმულირება.


 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:  სასურველია ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში


გამოცდილება: Scrum Master-ად ან Agile Coach-ად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია IT ან Software development – ის მიმართულებით)

 

  • Jira/Gitlab ან მსგავს პორტალთან მუშაობის გამოცდილება

  • Agile მეთოდოლოგიის, მისი არსის, პრინციპების და ღირებულებების ძალიან კარგი ცოდნა

  • Agile მეთოდოლოგიის Scrum ფრეიმვორკის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია სხვა ფრეიმვორკების, მაგ  Kanban და ა.შ.) ცოდნა

  • სასურველია Scrum Master - ის სერთიფიკატი.

კომპეტენციები და უნარები:
  • გუნდის მართვის და ქოუჩინგის უნარი

  • პრობლემების იდენტიფიცირება და სწრაფი გამოსავლის პოვნის უნარი

  • პრობლემების მოგვარების და კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი

  • გუნდის შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის უნარი

  • კომუნიკაციის უნარი


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 30 ოქტომბერი 2024



თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



986 views0 comments

Recent Posts

See All

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page