top of page

HR Business Partner

Updated: 5 days ago

ბლეიზი აცხადებს ვაკანსიას HR Business Partner-ის პოზიციაზე.

 

"ბლეიზი"  წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ უკვე 8 წელია რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10-18 სთ


ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს;

  • მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომელთა შერჩევის და სოციალიზაციის  სრული ციკლის მართვა, რაც მოიცავს სამუშაოს აღწერილობის შექმნას, კანდიდატების მოძიებას, გასაუბრებებს და თანამშრომელთა ინტეგრაციას

  • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამების მართვა

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საკადრო საკითხების მართვა (მაგ. შრომითი ხელშეკრულებები, პირადი საქმეები და ა.შ)

  • ფეიროლის და ბენეფიტების სისტემის მართვა

  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების განვითარებაში მონაწილეობა

  • თანამშრომლის დენადობის ანალიზი შენარჩუნების სტრატეგიების შემუშავება

  • თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა და განვითარება

  • HR პოლიტიკების შემუშავება და დაცვის უზრუნველყოფა - საჭიროებისამებ HR პოლიტიკების განახლება და შრომის კანონმდებლობასთან და რეგულაციებთად შესაბამისობის უზრუნველყოფა

  • შრომის უსაფრთხოების (უსაფრთხოების ოფიცერთან ერთად) და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხების მართვა.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, სასურველია HR ჯენერალისტად;

აუცილებელია Tech რეკრუტერად/Tech ვაკანსიების შერჩევის მიმართლებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

განათლება: ბაკალავრის ხარისხი - სოციალური მეცნიერებების,  ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

  • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

  • შრომის კოდექსის ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობა;

  • ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ინიციატივიანობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი.


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 31 ოქტომბერი 2024



თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



374 views0 comments

Recent Posts

See All

Scrum Master

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page