პროექტის შესახებ
პრერეკვიზიტები:
ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) საბაზისო ცოდნა
მოტივაციის მაღალი დონე და დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი თავისუფალი დრო
ინგლისურენოვანი მასალების კითხვისა და გაგების უნარი
სასურველია ნებისმიერი ტიპის ცოდნა Back-end დეველოპმენტის მიმართულებით
რას მიიღებ:
Junior #C .Net დეველოპერობისთვის სათანადო სრულფასოვან ცოდნას. გაიგებ, როგორ მიმდინარეობს ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესი და რაც მთავარია, #ITვისებ შემდეგ ტექნიკურ უნარებს #C .Net -ის მიმართულებით:
Inheritance & Polymorphism
Delegates
Multithreading
Streams, Files & HTTP requests. Working with data
SOLID principles
Design Patterns
Testing
MS SQL & T-SQL
ADO.NET & ORMs
Working with databases
LINQ & Expression trees
Introduction to web development
Common ASP.NET concepts
შერჩევა:
I ეტაპი: აპლიკაციის შევსება 19 აპრილამდე
II ეტაპი: ტექნიკური დავალება რომელსაც მიიღებენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები
III ეტაპი: გასაუბრება
About company
ჩვენ ვქმნით უკეთეს IT ეკოსისტემას
ეს ჩვენი მისიაა, რომელსაც საფუძველი 1995 წელს, Orient Logic-ის დაარსებისას ჩაეყარა და დღემდე რჩება იდეად, რომლის სისრულეში მოყვანასაც მუდმივად ვცდილობთ.
გზამ, რომელიც დაარსებიდან 25 წლის განმავლობაში განვვლეთ, უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოგვცა. Შედეგად, მოვედით იმ ეტაპზე, როცა სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით:
ვართ საქართველოს წამყვანი IT კომპანია
არაერთხელ დავსახელდით “საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის მქონე” და “საუკეთესო IT სისტემების ინტეგრატორ” კომპანიად
ვართ ისეთი კომპანიების ავტორიზებული პარტნიორები, როგორიცაა: Red Hat, HP, Dell Technologies, Cisco, IBM, Microsoft, Oracle, APC, Epson…
ვემსახურებით ათეულობით კლიენტს ფინანსურ, სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ სამთავრობო სექტორში.
ვაერთიანებთ 150+ პროფესიონალს, რომელიც ქმნის ყველაფერ ამას.
OL აკადემია ჩვენი შემდეგი ნაბიჯია უკეთესი IT ეკოსისტემისკენ, რათა პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილებისა და ურთიერთკავშირების გაზიარებით, დავეხმაროთ ადამიანებს, რომ იქცნენ უკეთეს IT პროფესიონალებად და გადავიდნენ განვითარების ახალ ეტაპზე.