About the course
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან UX/UI დიზაინის პრინციპებს, მიიღებენ ფუნდამენტურ პროფესიულ ცოდნას და განივითარებენ მომხმარებელზე ორინტირებული დიზაინის შექმნის უნარებს. კურსის შედეგად, სტუდენტები შეძლებენ შექმნან ვებ-აპლიკაციების ინტერფეისის UI პროტოტიპი (Wireframe) დამხმარე ხელსაწყო Figma-ს გამოყენებით. ასევე, რეალურ პროექტებზე მუშაობით შეიძენენ ცოდნას UX მოკვლევის მეთოდებთან დაკავშირებით და ისწავლიან მომხმარებლის პერსონების შექმნას.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სრულყოფილად შეეძლებათ მომხმარებლის გამოცდილებაზე დაფუძნებული ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინების შექმნა. ამასთანავე, დაგროვილი ცოდნა კურსდამთავრებულებს დაეხმარება დამოუკიდებლად გააგრძელონ პროფესიული განვითარება. ✨ დეტალურ სილაბუსს აქ ნახავთ 👇
აუცილებელი მოთხოვნები:გარდა მოტივაციისა, მონაწილეს მოეთხოვება საბაზისო კომპიუტერული ცოდნა და მარტივ დამხმარე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ასევე, სწავლის პროცესში სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან მუშაობის შესაძლებლობა.
ვორქშოპის დღეები:
ორშაბათი: 19:30-21:30 ხუთშაბათი: 19:30-21:30
ფორმატი: Offline/ბოჭორმის ქ. 18
Your instructor
ლევან გეჯაძე
დიზაინის სფეროში მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილებით. მონაწილეობა აქვს მიღებული 70-ზე მეტ პროექტში, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად არის UX Chapter Lead კომპანია TNET-ში.
ლევანი პროფესიონალურ დონეზე ფლობს ისეთ ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებს, როგორებიცაა: Figma, Adobe Xd, Adobe Photoshop, Zeplin, Miro და სხვ.
ლევანის გამოცდილება, ასევე, მოიცავს კომპანია მეამასთვის ციფრული პლატფორმების შექმნასა და მის განვითარებას, აგრეთვე, საბანკო სფეროში ინოვაციური ციფრული პლატფორმების შექმნას.
აირჩიე სასურველი კურსი
და დარეგისტრირდი 👇
REACT
960GELკურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წValid for 6 months- 20 ვორქშოპი
Frontend Development
960GELკურსი იწყება - იანვარი 22, 2024.წValid for 6 months- 21 ვორქშოპი
ANGULAR
920GELკურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წValid for 6 months- 17 ვორქშოპი